Ჩვენს შესახებ

სასტუმროს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო გალერი პალასში.

სასტუმრო თბილისის ცენტრში

სასტუმრო ,,Gallery Palace Kosher Hotel” მდებარეობს თბილისის  ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ და ულამაზეს, ძველ რაიონშისოლოლაკში, თავისუფლების მოედნიდან (ქალაქის მთავარი ცენტრალური მოედანი) ორი წუთის გზაზე.

სასტუმრო მდებარეობს ძალიან მშვიდ და დაცულ ქუჩაზე. მისგან რამდენიმე წუთის სავალ გზაზეა ნებისმიერი მიზნით ჩამოსული სტუმრისთვის საინტერესო ადგილები: ქალაქის ერთერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, მთავარი ტურისტული ზონა, რესტორნებისა და ბარების ქუჩა, კულტურული ძეგლები.

სოლოლაკი ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურის მქონე უბანია, ამიტომ სასტუმროს ნომრებიდან იშლება არა მარტო მთაწმინდის ხედი, არამედ მხატვრულად ღირებული შენობათა ფასადები, არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები. გარდა ამისა, სასტუმრო მდებარეობს საქართველოს მთავრობის შენობის გვერდით, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტია ჩვენი სტუმრებისთვის, რადგან ქუჩებში ყველა შესასვლელსა და მისასვლელს იცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური ორგანო.

სახელწოდებიდან გამომდინარე – Gallery Palace, სასტუმროში გამოფენილია მსოფლიო დონის ცნობილი ქართველი მხატვრების უნიკალური ნახატები. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ და სურვილის შემთხვევაში შეიძინოთ ხელოვნების ეს ნიმუშები.

,,Gallery Palace Kosher Hotel” განთავსებულია 5 სართულიან ელეგანტურ შენობაში, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის 70 ნომერს: სტანდარტული , დელაქსი, სუპერიორი და ჯუნიორი. თანამედროვე დიზაინი, უფასო Wi-Fi, LED- ტელევიზორი საერთაშორისო არხებით, და თითოეული ნომრის კლიმატის კონტროლის სისტემა, შექმნის ყველა საჭირო პირობას ჩვენი სტუმრების კომფორტული დასვენებისთვის. ყურადღებიანი და მზრუნველი პერსონალი არ დატოვებს გულგრილს ყველაზე მომთხოვნ სტუმარსაც კი.

«Gallery Palace Kosher Hotel» – იდეალური ადგილია მთელი ოჯახის დასვენებისთვის, რომანტიული საღამოებისთვის, საქმიანი მივლინებებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული და გასართობი ღონისძიებებისთვის. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიტნეს დარბაზით, საუნით, ჯაკუზით და მასაჟის ოთახით.

«Gallery Palace Kosher Hotel» სთავაზობს თავის სტუმრებს ეწვიონ სასტუმროს ქოშერ რესტორანს – ,,ANISE “, სადაც შეძლებენ დააგემოვნონ უგემრიელესი  ებრაული სამზარეულოს  კერძები.

სასტუმროს აქვს ასევე  ტერასა, სადაც ულამაზეს გამწვანებულ გარემოში, შესაძლებელია  სასიამოვნო საღამოს გატარება.

აირჩიეთ თქვენი ოთახის ტიპი

standard-double-2-1-scaled
სტანდარტული
delux-king-1-scaled
დელუქსი
superior-king-1-1
სუპერიორი
junior-king-2-1
ჯუნიორი

5 Ingorokva str. 0105, Tbilisi

EN / FR

Close