სერვისები

ჩვენ ვცდილობთ ჩვენს სტუმრებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი

სატრანსპორტო სერვისი

ქოშერული სასტუმრო ,,გალერი პალასიგთავაზობთ ტრანსფერს აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით.

ჩვენთან, შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ ინდივიდუალური ტრანსფერი, მძღოლი დაგხვდებათ აეროპორტში და უზრუნველყოფს თქვენს მოყვანას სასტუმროში, ასევე სასტუმროდან აეროპორტში.  გისურვებთ წარმატებულ და უსაფრთხო მოგზაურობას

სასტუმროს შეუძლია უზრუნველყოს სატრანსპორტო მომსახურება წინასწარი მოთხოვნით.

ასევე, ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ტრანსფერზე სასტუმროდან ნებისმიერ ადგილას.

წინასწარი მოთხოვნით შესაძლებელია ქალაქის ტურები.

სამრეცხაო მოსახურება

ქოშერული სასტუმრო ,,გალერი პალასი“ გთავაზობთ სამრეცხაოს მომსახურებას 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ და საიმედო სამრეცხაო მომსახურებას, რომელიც გაითვალისწინებს თქვენს ყველა საჭიროებას ვიზიტის განმავლობაში.

ქოშერული სასტუმრო ,,გალერი პალასი“ გთავაზობთ ოთახის დასუფთავების მომსახურებას 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

რუმ-სერვისი

რუმ-სერვისი Gallery Palace Hotel-ში გთავაზობთ სასიამოვნო გზას თქვენი ყოფნის გასაუმჯობესებლად, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს, კონფიდენციალურობას და სიამოვნებას. საქმიანი თუ დასასვენებლად მოგზაურობთ, ოთახის სერვისით სარგებლობამ შეიძლება თქვენი სასტუმროს გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოს.

თქვემი შეხვედრებისთვის

შეხვედრების ოთახი

საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია  ყველა საჭირო ახალი ტექნოლოგიით და 50 ადამიანამდე ტევადობით უზრუნველყოფს ნებისმიერი დონის და მიმართულების ღონისძიების წარმატებით ჩატარებას.

განიტვირთეთ სასტუმრო გალერი პალასში

სპორტული დარბაზი & მასაჟი & საუნა & სპა

ჩვენს SPA-ში შეგიძლიათ დაისვენოთ ჯაკუზიში, ეწვიოთ საუნას და ასევე ენდოთ პროფესიონალ მასაჟისტს, რომელიც ფლობს მასაჟის სხვადასხვა ტექნიკას. ასევე, თქვენი სხეულის გასაძლიერებლად თანამედროვე აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი დაგხვდებათ.

ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ცოტა ხნით თავი დააღწიოთ ყოველდღიურ რუტინას და ახალი ენერგიითა და სასიამოვნო ემოციებით აივსოთ.

ჩვენთან შექმნილია ყველა პირობა კომფორტულ გარემოში დასვენებისა და განტვირთვისთვის.

გთხოვთ დაჯავშნოთ სპა სერვისები ადგილზე.

მასაჟი

დაძაბულობისა და სტრესის მოსახსნელად მნიშვნელოვანია პროფესიონალი მასაჟისტის მიერ შესრულებული მრავალფეროვანი მასაჟის პროცედურები.

საუნა

სრულყოფილი დასვენებისთვის ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ საუნის მომსახურებას. ამ სერვისის საშუალებით თქვენ შეძლებთ ენერგიის აღდგენას და სრული სიამოვნების მიღებას.

სპორტული დარბაზი

სპორტული დარბაზი იდეალურია ფიზიკური ვარჯიშისა და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად. გასახდელში ყოველთვის დაგხვდებათ ახალი პირსახოცები, საშხაპე კაბინა, პირადი კარადა.

სინაგოგა

Gallery Palace Kosher Hotel არის ნომერ პირველი ქოშერის სასტუმრო საქართველოში, სადაც განთავსებულია აქტიური სინაგოგა თორის გრაგნილით.
მორწმუნე ადამიანებისთვის არის შექმნილი ყველა ის პირობა და კომფორტი რაც მათ სულიერი განწმენდისთვის არის მნიშვნელოვანი.

5 Ingorokva str. 0105, Tbilisi

Close